ინფორმაცია კომაროვის სკოლაში მე-8, მე-9 , მე-10 და მე-11 კლასში მისაღები გამოცდების შესახებ!

მე-8, მე-9 , მე-10 და მე-11 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება 22-28 ივლისის ინტერვალში. 

ზუსტი თარიღი და რეგისტრაცია გამოცხადდება არაუგვიანეს პირველი ივლისისა.

 გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციისას მშობელს წარმოსადგენი ან ასატვირთი ექნება 2023-24 სასწავლო წლის ნიშნების ფურცელი და დახასიათება სკოლიდან, სადაც უნდა იყოს აღნიშნული, რომ მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები. 

იმ მოსწავლეს, რომელიც 2023-24 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში ან 2023-24 სასწავლო წელს დაასრულა სწავლა კომაროვის პროექტ „საღამოს სკოლაში“, გამოცდაზე რეგისტრაცია არ სჭირდება. ეს მოსწავლე ითვლება რეგისტრირებულად. 

გაითვალისწინეთ „საღამოს სკოლის“ მოსწავლეს გამოცდაზე წარმოსადგენი ექნება მხოლოდ მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, ID ბარათის, ან პასპორტის ასლი) ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი). 

საკონკურსო ადგილების რაოდენობა და პირობები გამოცხადდება არაუგვიანეს 10 ივლისისა. მე-8 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება მათემატიკაში, მე-9, მე-10 და მე-11 კლასში ფიზიკასა და მათემატიკაში.

მე-12 კლასში მისაღები გამოცდა არ ჩატარდება! 

მე-7 კლასში მისაღები გამოცდის შესახებ ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე:  

სხვადასხვა წლებში მისაღები გამოცდების ტესტების სანახავად გადადით ბმულზე: 

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!


ზემოთ